სააკაშვილის მეორედ შიმშილობა დასრულდება ლეტალობით - ნიკოლოზ ყიფშიძე
მესამე პრეზიდენტის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმეორედ შიმშილობა ლეტალურად დასრულდება. მედიკოსი გუშინ გორის ჰოსპიტალში განვითარებული მოვლენებით გაოცებულია და ამბობს, რომ მესამე პრეიზდენტის მკურნალობა დასრულებული არ არის. ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს.
ეს აუცილებლად დასრულდება ლეტალობით. ამას პირდაპირ გეუბნებით, მისი მეორედ შიმშილობით ძალიან ცუდი იქნება. მისი მკურნალობა ნამდვილად არ იყო დასრულებული კი არა, შუაშიც არ ვიყავით ჯერ, ამიტომ ძალიან მიკვირს, რა მოხდა და როგორ მოხდა. მე არ ვიცი არცერთი ექიმი, რომელიც ნახავდა ბატონ პრეზიდენტს და იტყოდა, რომ მისი გადაყვანა შეუიძლება ციხეში უკან. არ ვიცნობ ასეთ ექიმს, არც საქართველოში და არც სხვაგან. სამი კომისია და მე კიდევ როგორც ცალკე პირადი ექიმი აბსოლუტურად წინააღმდეგი ვიყავით მისი გადაყვანის, - თქვა ყიფშიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გატაცება და გლდანის ციხეში ფარულად გადაყვანა სცადა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. პალატაში შესულ ბადრაგებს მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რჩება.