ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - ლონდა თოლორაია პარლამენტში მივიდა

28.12.21 11:26
ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე - ლონდა თოლორაია პარლამენტში მივიდა

ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა, ეს შურისძიებაა - ეს განცხადება ლონდა თოლორაიამ პარლამენტში გააკეთა. 

ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი“,-განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმი, სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან კონსულტაციები არავის გაუმართავს. 

ღნიშნული კანონპროექტი დაინიცირების შემდეგაც კი ჩვენთვის არავის გამოუგზავნია. ძალიან დიდ იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა"- თქვა თოლორაიამ. 

საქართველოს პარლამენტის ბიურომ (უმრავლესობის წევრებმა) ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი გუშინ დაუჭირა. 

მმართველი პარტიის წევრების მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. 

ცვლილებები ,,ქართული ოცნების" წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. 

მსგავსი სიახლეები