ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - ოპოზიციამ "ოცნების" დეპუტატის გადაყენება მოითხოვა
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ოპოზიციამ "ქართული ოცნების" წევრის, ლავრენტი ბიგვავას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. საქმე ეხება ცრუ ჩვენებას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სასამართლოს ოპოზიციონერი კოლეგის წინააღმდეგ მისცა.
ლავრენტი ბიგვავას გადაყენების წინააღმდეგი იყვნენ მისი თანაგუნდელები, რომლებმაც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვაზე უარი განაცხადეს.
ენმ-ს წევრის, დავით მჟავანაძის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ არჩილ თალაკვაძის ნათლიის ჩვენება, რომელიც მან ოპონენტის წინააღმდეგ მისცა, არასწორი იყო.