შეშფოთებულები ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით - დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ამბობს რომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
დიპლომატი აცხადებს, რომ სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს:
ჩვენ ვაფასებთ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარეებთან. ჩვენ მათთან გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პუნქტზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის მთელი გუნდის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. ჩვენ ვისაუბრეთ აღნიშნულ საკითხებზე და კომიტეტის თავმჯდომარეებმა მოინიშნეს შენიშვნები" - თქვა აშშ-ის ელჩმა.
დეგნანი კომიტეტის თავმჯდომარეებს პროცესის დაპაუზებისკენ მოუწოდებს.
ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს, შეხვდა.
მმართველი პარტიის წევრების მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
ცვლილებები ,,ქართული ოცნების" წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.