სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომაზე დასწრებაზე უარი ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა თქვეს. ადგილზე ენმ-სა და გახარიას პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა სხდომას ამავე პარტიის ერთი წარმომადგენელიც არ ესწრებოდა. ენმ გახარიას პარტიას მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება მათ გადაბირებას მოსყიდვით ცდილობს, რასაც გახარიას პარტიაში კატეგორიულად გამორიცხავენ. სენაკში მორიგი სხდომა იანვარში გაიმართება.