სააკაშვილის საქმე - საქალაქო სამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სამართლო დაჩქარებული წესით იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს. იუსტიციის მინსიტრი მოითხოვს გაუქმდეს, სახელწიფო ინსპექტორის დასვკნა- რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ცემის და არადამიანური მოპყრობის ასევე სამედიცინი პუნქტში მინერალების კადრების გავრცელება სამართალდაღვევად არის ცნობილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ ორგანიებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძე ამბობს, რომ მათი უწყების გადაწყვეტილება როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჩივრა.
პროცესი დაჩქარებული წესით დაინიშნა. მასალების მომზადებაც ასევე დაჩქარებულ დროში მოგვიწია. დღეს შევიტყვეთ, რომ ხვალ ჩაინიშნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით სხდომა სასამართლოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ამ საჩივრებზე სხდომები ჩანიშნული არ არის, შესაბამისად, დღეს ასეთ რეჟიმში სასამართლოს წინაშე წარდგომა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განიხილავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერებას. კონკრეტულად იყო 6 ეპიზოდი, რომელიც ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას უკავშირდებოდა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება თავის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა.
ჩვენ კანონდარღვევა დავადგინეთ და 500 ლარი, კანონით გათვალისწინებული სანქცია შეეფარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 2 000 ლარიანი სახდელი დაეკისრა პენიტენციურ სამსახურს"- განაცხადა ჯონი ჩონიაძემ.