იუსტიციის მინისტრის განცხადება უმსგავსობა და ბოროტებაა - ბექა ბასილაია
ადვოკატი ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც საჭიროების ემტხვევაში მესამე პრეზიდენტის N 18 დაწესებულებაში გადაყვანა დააანონსა, ბოროტებას უწოდებს. უფლებდამცველის თქმით, რატი ბრეგაძის მხრიდან აღნიშნული განცხადება იმ ფსიქოლოგიური ტერორის გაგრძელებაა, რომელიც მესამე პრეზიდენტის მსიამართით ხორციელდება.
იუსტიციის მინისტრად წოდებული ბრეგაძის მხრიდან გლდანის ხსენება არის კიდევ ერთი უმსგავსობა და კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ ფსიქოლოგიური ტერორის, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აწარმოებდნენ და იმ წამების ფაქტების, რასაც ჩვენ ვხედავთი კამერების ჩანაწერებიდან. მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ყონა არ შეიძლება, "Amnestey intrenational"-მა თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ დაავალა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან მომხდარიყო მისი გადაყვანა. ამ დროს იუსტიციის მინისტრის განცხადებები, რომ კვლავ მე -18 დაწესებულებაზე საუბრობს, ეს არის ბოროტება, - თქვა ბასილაიამ.