ღამის ინციდენტი პალატაში - ბადრაგები პრეზიდენტს ეჯაჯგურებოდნენ
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია, გორის ჰოსპიტალში გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ბადრაგებმა ძალა არაერთხელ გამოიყენეს.
პირველი შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს. შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად, დაუწყეს იძულებით გაყვანა. იყო შეხლა-შემოხლა. კრიზი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში. წნევა 180/110-ზე. პულსი 140. სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე საათის მოხსნის მიზეზით შევიდა რამდენიმე ბადრაგის წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით საათი, - თქვა ადვოკატმა.
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გატაცება და გლდანის ციხეში ფარულად გადაყვანა სცადა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. პალატაში შესულ ბადრაგებს მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რჩება.