გოგორიშვილმა, პრაქტიკულად, ხელი სააკაშვილის სიკვდილს მოაწერა, თავადაც განადგურებულია - გვარამია

28.12.21 14:44
გოგორიშვილმა, პრაქტიკულად, ხელი სააკაშვილის სიკვდილს მოაწერა, თავადაც განადგურებულია - გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამის თქმით, გორის ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაწერას ხელი მოაწერა, მძიმე სტრესულ მდგომარეობაშია. გვარამიას განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილის მკურნალი ექიმი იძულების გარეშე ვერ მიიღებდა.

რაც შეეხება ქალბატონ გოგორიშვილს, მან პრაქტიკულად გუშინ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, სამწუხაროდ. თვითონ არის ადამიანურად განადგურებული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმყოფება მძიმე სტრესულ ვითარებაში თვითონაც. რა თქმა უნდა, თავისი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, ადამიანმა დაწერა დღეს, რაც დაწერა და მოაწერა ხელი იმას, რასაც მოაწერა. ის თვლის, რომ საერთოდ შეუძლებელია აქ მისი ფსიქო-რეაბილიტაცია,  - თქვა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები