როცა სამშობიაროდან სამსახურის გაძლიერების კანონპროექტს ვწერდი, თქვენ თურმე მისი გაუქმებაზე მუშაობდით - თოლორაია
"ელემენტარულია, იმის გამბედაობა ჰქონოდა ვინმეს, რომ სამშობიაროდან არ მეწერა სამსახურის გაძლიერების კანონპროექტი, როცა თურმე თქვენ მისი გაუქმების წინადადებას წერდით" - ამის შესახებ თოლორაიამ ისაუბრა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს განიხილავენ.
თოლორაია ამბობს, რომ მაშინ, როცა სამსახურის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობდა, თურმე ,,ქართული ოცნება" სამსახურის გაუქმების კანონპროექტს წერდა.
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მედიით გაიგო.
რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ, დამისახელეთ ამის პრეცენდენტი. თქვენ თქვით, რომ არაფერი არ ყოფილა. მაშინ რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია, რატომ არ ნაწილდებიან ეს თანამშრომლები სხვადასხვა სამსახურებში, სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტები მინიმუმ და უნდა გეთქვათ, რომ ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ამ სამსახურს ვაუქმებთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის" - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ლონდა თოლორაიამ
დღევანდელ სხდომაზე, რომლსაც ინპექტორთან ერთად მესამე სექტორიც ესწრებოდა, დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო.