რეკომენდაცია გადაყვანაზე უარყოფითია - მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

28.12.21 15:13
რეკომენდაცია გადაყვანაზე უარყოფითია - მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნება დაუშვებელია. ამის შესახებ მედიკოსის გამოკითვხი ოქმში წერია. ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტი ფსიქორეაბილიტაციას თავისუფლების პირობებში საჭიროებს. 

რეკომენდაცია გადაყვანაზე - უარყოფითი. დღესი მდგომარეობით პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია. ვეთანმხები ნინო გოგორიშვილი. ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თვაისუფლების პირობებში რებილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია. ვეთანხმები ნინო გოგორიშვილი, - ნათქვამია ოქმში. 

მსგავსი სიახლეები