ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა - ექიმ გოგორიშვილის განცხადება
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა, როდესაც მის მიერ დაწერილ ტექსტზე მოაწერინა ხელი. მედიკოსის განცხადება გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ საჯაროდ წაიკითხა. ურთქმელიძის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და თავად განცხადების გაკეთებას ვერ მოახერხებდა.
მოგახსენებთ, რომ დრეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთა, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყელაფერი მიზანად ისახავს მსახედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორ ექიმის დისკრედიტაციას, - განმარტავს გოგორიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის დაკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა. ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თვაისუფლების პირობებეში უნდა მოხდეს.