ვუთხარი, რომ ფსიქორეაბილიტაცია მხოლოდ თავისუფლების პირობებეშია შესაძლებელი - გოგორიშვილის პირველი კომენტარი

28.12.21 15:31
ვუთხარი, რომ ფსიქორეაბილიტაცია მხოლოდ თავისუფლების პირობებეშია შესაძლებელი - გოგორიშვილის პირველი კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გამოტანილი დაკითხვის ოქმი სრულად სიმართლეს არ შეესაბამება და მასში ადგილი ფაქტების ინტერპრეტირებას ჰქონდა. ამის მიუხედავად, მედიკოს ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ფსიქორეაბილიტაცია პატიმრობის პირობებში ვერ მოხერხდება. 

ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი უცხოეთში, სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვავში თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება, - თქვა გოგორიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის დაკითხვის ოქმი  საჯაროდ წაიკითხა. ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თვაისუფლების პირობებეში უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები