თითი ჩაწიე, ნუ ბლატაობ! - ხმაური პარლამენტში
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა და საპროცედურო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა, სადაც დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მესამე სექტორიწ წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.
გაიტანთ ამ კანონპროექტს, არ გაიტანთ, თქვენ ეს ომი უკვე წააგეთ, რადგან დაგაკარგვინათ ადამიანური სახე - მიმართა ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა კი მმართველი გუნდის დეპუტატები ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.
თქვენ ახლა ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები. გივი, ალუდა და ასე შემდეგ, რაც ამ კანონპროექტს ჰქვია... ნუ ბედავთ ასე საუბარს ჩვენთან- განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
,,კითხვა დასვი, რა შეურაცხყოფებს გვაყენებ, თითი ჩაწიე, ნუ ბლატაობთ"- თქვეს "ოცნების" დეპუტატებმა მარიკაშვილის საპასუხოდ.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება.
ცვლილებები ,,ქართული ოცნების" წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
სახელმწიფო ინსპექტპრი ცვლილებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა, ეს შურისძიებაა"- თქვა ლონდა თოლორაიამ.