სააკაშვილის კადრების გავრცელება -იუსტიციის სამინისტრო ფაქტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებით ხსნის
რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გამოაქვეყნეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ერთია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მეორე ადამიანის პერსონალური ინფორმაცია.
იუსტიციის სამინისტრომ სახლმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიხეილ სააკაშვილის გამო რამდენიმე დღის უჩივლა. რატი ბრეგაძის უწყება სააკაშვილის საქმეზე ინსპექტორის იმ დასკვნის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც სააკაშვილის ცემის, არადამიანური მოპყრობის და კადრების გავრცელება სამართალდაღვევად არის ცნობილი.
მომდევნო სხდომა 11 იანვარს განახლდება. ამ ეტაპზე მტკიცებულებების განხილვა არ მომხდარა.