კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის - ლონდა თოლორაია

28.12.21 16:38
კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის - ლონდა თოლორაია

"ეს დამოკიდებულება რით დავიმსახურე ან პირადად მე, ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ"- ასე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს, რომლებიც უწყების გაუქმებას აპირებენ.

"მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია ალბათ, მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰქონოდა ვინმეს, რომ ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი, მინიმუმ და ალბათ უნდა გეთქვათ, რომ აზრი არ აქვს, თავს ნუ იკლავთ ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ"- დასძინა თოლორაიამ და  გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

"როგორც ჩანს, თქვენი გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა და ამას არანაირი ძალა არ გაცვლევინებთ, ამიტომ თქვენის ნებართვით, ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას და ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესებში სრულყოფილად მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა სახელმწიფო ინსპეკტორმა. 

მსგავსი სიახლეები