მესამე პრეზიდენტის ახალი სასჯელი - მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეიზღუდა
ახალი სადამსჯელო ოპერაცია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ - გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლა შეზღუდა. გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინიტრაციამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.
ახალი დადგენილებით შაბათ-კვირას მესამე პრეზსიდენტტან შევსლას ვერავინ შეძლებს. შეხევდრების დრო შეზღუდული იქნება სამუშაო დღეებშიც, სააკაშვილის მნახველების მირების უფლება მხოლოდ 2 საათით ექნება.
ამ დროისათვის გორის ჰიოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის თანაგუდენელები იმყოფებიან, თუმცა ჰოსპიტალში არცერთ მათგანს არ უშვებენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას არ აქვს უფლებამოსილება არგუმენტების გარეშე მიხეილ სააკაშვილტან მნახველების შესვლასთან დაკავშირებით ლიმიტები დააწესოს. უფლებდამცველი ფაქტს დასჯის მეთოდად აფასებს.
არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს და არც სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე არ გააჩნია. ამასთან, ცხადია, ჩვენ არ მოგვისმენია სათანადო დასაბუთება კი, იმიტომ, რომ ბუნებრივია, თუ რაღაცა გასაგები მიზეზი იარსებებს, მაგალიტად მიხეილ სააკაშილისთვის გასაწევ მკურნალობასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას გავიგებდით, მაგრამ არა, სინამდვილეში ეს არის დასჯა საქართველსო მესამე პრეზიდნტის, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანებთან კომუნიკაციის, - თქვა ადვოკატმა.