უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის ციხეში დაბრუნების წინააღმდეგია და საქმეში უკრაინელი ექიმების ჩართვას ითხოვს

28.12.21 17:05
უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის ციხეში დაბრუნების წინააღმდეგია და საქმეში უკრაინელი ექიმების ჩართვას ითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა საქართველოს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას გმობს, რომლის მიხედვითაც, უწყებამ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში დააბრუნება სურს.

მე არაერთხელ აღვნიშნე მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა მულტიდისციპლინურ სამოქალაქო კლინიკაში, ან მის ფარგლებს გარეთ“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო interfax ukraina -ს დენისოვამ.

ომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ უკრაინამ ექიმების და ექსპერტების დელეგირება უნდა მოახდინოს.

 უკრაინამ უნდა დაავალოს თავისი ექიმებსა და ექსპერტებს, რათა დადგინდეს ჩვენი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და  შემდგომი მკურნალობის პირობები. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლში - განაცხადა დენისოვამ.

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დარჩება.

 

მსგავსი სიახლეები