ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება- ომბუდსმენის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
ეს არის პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, მმართველი პარტიის კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ისტორიაში ალბათ, ბევრი გადაწყვეტილება არ მომწონებია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც ,,სანიმუშოდ" ჩაიწერება, ამ პარლამენტის ისტორიაში.- განაცხადა ბურჯანაძემ.
სხდომაზე ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა შეესწავლა.
მართლაც არის გადადგმული ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობისკენ. ეს არის კანონის საფარქვეშ განხორციელებული პოლიტიკლური ანგარიშსწორება. რეალური მიზეზი ამ სამსახურის გაუქმების ხომ არ არის ის, რომ მთელ რიგ საქმეებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი დასკვნების ალბათობა არსებობს? მათ შორის, იმ დასკვნის, რომელსაც დადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს და აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას" სურს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არსებობა ახალ წლამდე შეაჩეროს.
საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა- კომიტეტის წევრების გარდა, განხილვაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, მონაწილეობდნე, თუმცა შეხვედრა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს.