სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება "კგბ"-ს მეთოდებით შეაცვლევინეს - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა შეაცვლევინა. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის განმარტებით, განცხადების გაკეთების დროს ნინო გოგორიშვილის გვერდზე სწორედ ამ უწყებების წარმოამდგენლები იდგნენ, რომელთაც მედიკოსს სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს.
პირდაპირ "კგბ"-ს მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეცვლევინეს ჩვენება. ეს ადამიანი იმყოფებოდა აი, აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. ადამიანის განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები და ასევე სუს-ის თანამშრომლები. განადგურებულია ადამიანი პრაქტიკულად, ამიტომ ეს არის რეალურად კიდევ ერთი მცდელობა წამების, გაგრძელდეს წამება, არაადამიანური მოპოყრობა, ღირსების შელახვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასევე იმ ადამიანის მიმართ ვინც გაბედა და უთხრა ნიკა გვარამიას, რომ დიახ, ამ ადამიანის რეაბილიტაცია თავისუფლების და საზღვარგერთ კლინიკის გადაყვანის გარეშე არის შეუძლებელი, - განაცხადა დეკანოიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის, დაკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა. ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თავისუფლების პირობებში უნდა მოხდეს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი