პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება.
კანონპროექტი მმართველი პარტიის" წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა, მოამზადეს.
სახელმწიფო ინსპექტორი ცვლილებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა, ეს შურისძიებაა"- თქვა ლონდა თოლორაიამ.