კანონპროექტის ავტორებს მოცემულობაც არ შეუსწავლიათ, რაშიც სახელმწიფო ინსპექტორი იმყოფება - ნიკა სიმონიშვილი

28.12.21 18:48
კანონპროექტის ავტორებს მოცემულობაც არ შეუსწავლიათ, რაშიც სახელმწიფო ინსპექტორი იმყოფება - ნიკა სიმონიშვილი

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე პარლემენტში დღეს მიმდინარე კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის 2 სამსახურად გადაკეთებას ითვალისწინებს.

ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებს არც კი შეუსწავლიათ ის მოცემულობა და გამოწვევები, რომლსი წინაშეც დგას სახელმწიფო ინსპექტორი და მათი მთავარი მიზანი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმებაა.

ჩვენმა წარმომადგენელებმა კითხვა დასვეს პარლამენტში, თუ რა საშიშროება დაინახეს ისეთი, რა კონკრეტული პრობლემა, რომელსაც შედეგად ასე რეალურად მცირე დროში უნდა მოჰყოლოდა ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად დაშლა. თუმცა, ასეთი კონკრეტული არგუმენტი არ მოგვისმენია, არც ერთი კონკრეტული პრობლემური საკითხი არ წარმოჩენილა, მათ შორის, კანონპროექტის ინიციატორებისგან, ის კი არა, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ინიციატორებს საერთოდ არ შეუსწავლიათ ის მოცემულობა, რომელშიც ახლა სახელმწიფო ინსპექტორი იმყოფება, რა გამოწვევების წინაშე დგას. 

სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი, რაც ითვალსწინებს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაიყოფა ორად და მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი გათავისუფლება თანამდებობიდან - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა ,,ტვ პირველის" ეთერში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი მმართველი პარტიის" წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა, მოამზადეს. 

 

მსგავსი სიახლეები