სასამართლოებზე კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს -EU -ის მწვწვე გზავნილი ოცნების ხელისუფლებას

29.12.21 00:01
სასამართლოებზე კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს -EU -ის მწვწვე გზავნილი ოცნების ხელისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ეხმაურება. 

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ კანონპროექტის ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად. 

"ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია",- განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

მსგავსი სიახლეები