სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება - "ოცნება" კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება - "ქართული ოცნება" კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია ინპექტორის სამსახურის გაუქმებას ახალ წლამდე გეგმავს და საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.
არ არის გამორიცხული გადაწყვტილებას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, თუმცა უკვე დაანონსებულია, რომ "ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.