სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების შტურმი შემდეგ იწყება, ხო? - ლონდა თოლორაია

29.12.21 10:31
სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების  შტურმი შემდეგ იწყება, ხო? - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ტროლ-ბოტების შტურმის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან მის წინააღმდეგ ბოტების ქარხანა აქტიურად ამუშავდა. 

სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება, ხო? მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა. წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი? როგორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხვარ, - წერს თოლარაია. 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია ინპექტორის სამსახურის  გაუქმებას ახალ წლამდე გეგმავს და საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. 

 

მსგავსი სიახლეები