მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოექცნენ - უკრაინა

29.12.21 08:20
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოექცნენ - უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოექცეს და არ დაუშვას მისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები.

უწყება პირდაპირ ამბობს, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მცდელობა შეუსაბამო იყო: 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცეს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოში უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან", – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველომ უკრაინელ ექიმებს სააკაშვილის მდგომარეობის გამოკვლევის უფლება უნდა მისცეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კონსული მოინახულებს. 

მსგავსი სიახლეები