შეზღუდვები მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე - ადვოკატები სარჩელს ამზადებენ

29.12.21 11:28
შეზღუდვები მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე - ადვოკატები სარჩელს ამზადებენ

შეზღუდვები ექსპრეზიდენტთან ვიზიტზე - ადვოკატები საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეტანას გეგმავენ. უფლებადამცველები მნახველების დროის შემცირებას სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული დრო პრეზიდენტთან ვიზიტისთვის  საკმარისი არ არის.

ადვოკატი  შოთა თუთბერიძის თქით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთიზაციის და დიქტატურის გზას ადგას. 

შეზღუდვები, რომელიც გუშნ გადაწყვტია გაბრაზებულმა და დაბოღნმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის ეს სრულიად უსაფუძვლო და უკანონო.. საქართველოს ხელისუფლება ადგას აშკარად რუსეთიზაციის გზას, დიქტატურის გზას, ავტორიტარიზმის გზას. სხვა ახსნა ამას არ შეიძლება მოეძებნოს. თავისუფლება აღკვეთილი პირისთის ადვოკატის ნახვის უფლების შეზღუდვა, სახალხო დამცველის შესვლის  შეზღუდვა მე არ მინახავს არც რუსეთში, - თქვა თუთბერიძემ. 

დღესვე  ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალი ექიმიც შეუცვალეს და მის ჯანმრთელობას ნინო გოგორიშვილი აღარ დააკვირდება. თუთბერიძე თვლის, რომ ნინო გოგორიშვილი დასაჯეს. 

დოკუმენტი, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გამოიტანა , სადაც პირადმა ექიმმა პრაქტიკულად აღიარა ის უმძმესი დარღვევები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში იყო. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ მას შეცვლიდნენ და დასჯიდნენ, - თქვა ადვოკატმა. 

 

მსგავსი სიახლეები