სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში არ არის, ის არის ბუტაფორიაში - გიორგი ჩახუნაშვილი

29.12.21 11:34
სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში არ არის, ის არის ბუტაფორიაში - გიორგი ჩახუნაშვილი

ლაპარაკი იმაზე , რომ მიხეილ სააკაშვილი ნამკურნალევია და უკვე ყველაფერი მორჩა,  აბსურდია. ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი არა სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ ბუტაფორიაშია, სადაც მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება. 

ის არავითარ სამკურნალო დაწესებულებაში არ არის. მე ვთქვი და დღესაც ვამბობ, ის არის ბუტაფორიაში, ამიტომ ის ლაპარაკი, რომ ნამკურნალევია, უკვე ყველაფერი მორჩა და დამთავრდა, ეს აბსურდია. აბსურდების თეატრში ვცხოვრობთ ჩვენ და იმაზე ლაპარაკი, რომ კარგად არის ავადმყოფი და შესაძლებელია, რომ ციხეს დაუბრუნდეს, ესეც აბსურდია. არავითარი რეაბილიტაცია მას არ ჩატარებია, - თქვა ჩახუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები