"სხვა საქმე აკეთოს რეჟიმთან ბრძოლის თვალსაზრისით" - ნიკა მელია გიგა ბოკერიაზე
ნიკა მელია გიგა ბოკერიას უპირისპირდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გაბრაზება გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყებას დროის გაყვანა უწოდა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერს მელიამ "რეაქციაში" უპასუხა და მას "უსინდისო" უწოდა.
სხვა საქმე აკეთოს გიგა ბოკერიამ რეჟიმთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ გვჯერა ამ გზის. ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას ოღონდ ეთერში მოხვდნენ. მათი სწორი სტრატეგია რა არის?,... - თქვა მელიამ.