არ მაქვს ბერკეტი, დაპირისპირებული ძალები შევარიგო - პრეზიდენტი

29.12.21 09:53
არ მაქვს ბერკეტი, დაპირისპირებული ძალები შევარიგო - პრეზიდენტი

ეროვნული თანხმობის პროცესი საზოგადოებრივ ფორმატში უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო და იურიდიულ სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით,  ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისი არ არის პარტიების შერიგება და მას  არც ბერკეტი და არც ძალა აქვს იმისათვის, რომ  დაპირისპირებული ძალები შეარიგოს: 

ამ ქვეყანაში სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ამ პროცესში თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი გექნებათ.

ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები"- აცხადებს პრეზიდენტი. 

ბოლო რამდენიმე დღეა, პრეზიდენტი მის მიერ ინიცირებულ "ეროვნული თანხმობის" პროცესის ფარგლებში პოლიტიკოსებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ხვდება. 

 

 

მსგავსი სიახლეები