შიმშილობის მე-9 დღე ენმ-ს ოფისთან - ჰოსპიტალიზირებულია კიდევ 3 ადამიანი
შიმშილობის მე-9 დღე ენმ-ს ოფისთან - გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია კიდევ 3 ადამიანს დასჭირდა. ადგილზე შიმშილობას კვლავ განაგრძობს 150-მდე ადამიანი. ისინი პროტესტის შეწყვეტას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ არ აპირებენ.
დღეს არის მე-9 დღე. თავს ვგრძნობ მხნედ. მთავარი არის ერთი რამ, რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ქვეყნის თავისუფლება. პირველი დღიდან დაწყებული გამოგვაკლდნენ ადამიანები, ნაწილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და იქ ჩაუტარდათ დამატებითი მკურნალობა. წუხელაც სამი ადამიანი იქნა გადაყვანილი, - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკვე მე-9 დღეა, შიმშილობენ. ადგილზე მოშიმშილეებისთვის სპეციალური კარვებია გაშლილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა.