სადამსჯელო ოპერაცია ინსპექტორის სამსახურის მიმართ - სამადაშვილი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გულისხმობს, უნდა შეჩერდეს.
ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, - თქვა სამადასვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, დეპუტატი მას "სადამსჯელო ოპერაციას" უწოდებს.
სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ - დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული, გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო"- თქვა მან.