არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესს ეთიშებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესს ეთიშებიან. მესამე სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, კანონი ,,ქართულმა ოცნებამ" ისე შეცვალა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციის ხმების გარეშე ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მარტივად შეუძლია. აქედან გამომდინარე, შესარჩევი კონკურსი მხოლოდ ფორმალობაა და მასში მონაწილეობას აზრი ეკარგება.
პარლამენტი ცვლის ცესკო-ს თავმჯდომარეს და პროფესიული წევრების არჩევის წესს. ფაქტიურად, მმართველი პარტია იმარტივებს ისე, რომ ერთ დღეში ორი კენჭისყრით მათ შეუძლიათ, აირჩიონ თავმჯდომარე და წევრები. ამიტომაც ამ ჯერზე ჩვენ კომისიაში მონაწილეობას არ ვიღებთ. იქ გადაწყვეტილების მიღების წესი ჩვენ არ მოგვცემს შესაძლებლობას, ისეთ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება. გამოდის, რომ უბრალოდ კომისიაში უნდა ვიყოთ" - აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი სამოქალაქო სექტორმა უნდა შეარჩიოს.