ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა
პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა.
დოლიძე საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. რაც შეეხება მის ადგილმონაცვლეს, მას საკრებულოში დავით ფარცვანია შეცვლის.
ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მე გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე. დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" მუშაობაში", - განაცხადა დოლიძემ.
მსგავსი სიახლეები
13.08.26 12:23
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი