ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა გახარიას პარტია დატოვა
ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა "გახარია საქართველოდან", ჯონი ჯალაღონიამ პარტია დატოვა, ის მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ჯალაღონიას თქმით, გარკვეულ საკითხებში ენმ-სთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. ,,ნაცმოძრაობაში" კი მის ამ გადაწყვეტილებას ემოციურს უწოდებენ.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ მიიღო გადაწყვეტილება მათი გუნდის წევრმა.
ბოლო ინფორმაციით, ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას ,,ქართული ოცნების" დეპუტატები არ ესწრებიან. როგორც ისინი განმარტავენ, არ აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა ენმ-სა და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის გაფორმებაში.
საკრებულოს დღეს მოადგილეები, აგრეთვე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები უნდა აერჩია.