ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციამდე მიყვანას ცდილობს - ლევან ხაბეიშვილი

29.12.21 13:14
ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციამდე მიყვანას ცდილობს - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციამდე მიყვანას ცდილობს. მისი თქმით, სწორედ ამაზე მეტყველებს ის შეზღუდვები და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება. 

ოპოზიციის წევრი ასევე მიიჩნევს, რომ ზეწოლის მსხვერპლია მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღარ უმკურნალებს. 

არათუ პრეზიდენტ სააკაშვილია წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არამედ მისი მკურნალი ექიმიც. ექიმიც ამ დღეში ჰყავთ, ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად მძევლად აყვანილი ექიმი, რომელიც გვერდზე დაიყენეს და მის მაგივრად განცხადებები აკეთეს. ახლა ვნახეთ, რომ ეს ექიმი საერთოდ შეუცვალეს, დაუწესეს სააკაშვილს შეზღუდვები. ეს არის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს იმიტომ, რომ ფიზიკურ ლიკვიდაციამდე მიიყვანოს როგორმე მესამე პრეზიდენტი ან აიძლონ დააწყებინონ ისევ შიმშილობა, - ლევან ხაბეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში მოაქციეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახვად აღარ უშვებენ არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს და არც  ექიმებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილს უმკაცრესი შეზღუდვები დაუწესა. პრეზიდენტის სანახვად შაბათ-კვირას ჰოსპიტალში ვერც ექიმები და ვერც მნახველები ვეღარ შევლენ, დღის განმავლობაში სააკაშვილის პალატის კარი მხოლოდ ორი საათით, ოთხიდან 6 საათამდე, გაიხსნება.

 

მსგავსი სიახლეები