დიახ, მე ვარ ხისტი - შალვა პაპუაშვილი

29.12.21 13:34
დიახ, მე ვარ ხისტი - შალვა პაპუაშვილი

ხისტი, მაგრამ გულწრფელი ვარ - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციის კრიტიკას. 

როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა უნდა, მის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს: 

თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ,  ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის პირსაპირ თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ პაპუაშვილი ხისტია, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს.

მსგავსი სიახლეები