რატომ შეუცვალეს სააკაშვილს მკურნალი ექიმი - "პირველებმა" გოგორიშვილს სახლში მიაკითხა

29.12.21 13:48
რატომ შეუცვალეს სააკაშვილს მკურნალი ექიმი - "პირველებმა" გოგორიშვილს სახლში მიაკითხა

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის შეცვლის მიზეზად ნინო გოგორიშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასახელდა. ინფორმაციის გადამოწმება "პირველებმა" თავად მედიკოსთან სცადა, რომელსაც საცხოვრებელ სახლში მიაკითხა.  გაირკვა, რომ გოგორიშვილი თავს უკეთ გრძნობს და გორში, სამსახურშია წასული.

გორის სახმედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტს მკურნალი ექიმი შეუცვალეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროა, სადაც მედიკოსი ადასტურებდა, რომ პაციენტის მკურნალობას საზღვარგარეთ საჭიროებდა. 

მოგვიანებით ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ხელი  თავისივე დაწერილ ტექსტზე მოაწერინა. 

მსგავსი სიახლეები