პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარედ აირჩია

29.12.21 13:52
პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარედ აირჩია

 88 მომხრე და 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. 

მის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ " პაპუაშვილი კუჭავას შემცვლელად 24 დეკემბერს, მას შემდეგ წარადგინა, რაც  კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. 

მსგავსი სიახლეები