პაპუაშვილის კანდიდატურა, როემლმაც კოლეგაზე იძალადა, შეურაცხყოფაა - სალომე სამადაშვილი

29.12.21 14:06
პაპუაშვილის კანდიდატურა, როემლმაც კოლეგაზე იძალადა, შეურაცხყოფაა - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურის განხილვა საზოგადოებისა და საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფაა. 

ადამიანის, რომელსაც არ ყოფნის თავშეკავება, რომ ფიზიკურად არ იძალადოს საკუთარ კოლეგაზე, ჩემი აზრით, მისი შემოთავაზებაც კი პარლამენტისთვის თავმჯდომარის პოსტზე, ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების და ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტის ტრადიციებისა და პარლამენტარიზმის ისტორიის. ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი გასული 30 წლის მანძილზე არ ყოფილა - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა და ,,ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა,  18 ივლისს ,,ენმ"-ს დეპუტატზე, თინა ბოკუჩავაზე, ფიზიკურად იძალადეს.

მსგავსი სიახლეები