ბაზარში გარდაცვლილი ადამიანი უსახლკარო არ იყო - კახა კალაძე

29.12.21 14:00
ბაზარში გარდაცვლილი ადამიანი  უსახლკარო არ იყო - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ 24 დეკემბერს, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი ადამიანი, უსახლკარო არ იყო. ლაძის მტკიცებით, კაცის გაყინვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია: 

ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოს მხრიდან მიღებული აქვს კონკრეტული ბინა. მისამართიც ვიცით, თუმცა ამაზე მე არ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ",  - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები