ჩემო ძვირფასო, ჭკვიანო, დახვეწილო... - კახაძე პაპუაშვილზე

29.12.21 14:32
ჩემო ძვირფასო, ჭკვიანო, დახვეწილო... - კახაძე პაპუაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და თქვა, რომ  მასთან ერთად არის 147 დეპუტატი: 

ჩემო შალვა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, განათლებულო, ჭკვიანო, დახვეწილო, მართალო, წრფელო და მოაზროვნე, მოფიქრალო ხვალინდელ დღეზე, გისურვებ წარმატებულ სვლას. შენთან ერთად არის 147 დეპუტატი, შენთვის ერთი მხარე, მეორე არ არსებობს, დარწმუნებული ვარ საქმის პროფესიულად გადაწყვეტის გზაზე და იგულე თითოეული აქ მყოფი და განსაკუთრებით ეს მხცოვანი კაცი შენს ერთგულ მსახურ ჯარისკაცად გადასაწყვეტ საკითხთა მიღებისა და ბჭობის დროს - განაცხადა კახაძემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები