უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, თუ საჭიროა დაყადაღდეს - სემეკი მესტიაზე

29.12.21 15:18
უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, თუ საჭიროა დაყადაღდეს - სემეკი მესტიაზე

სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, მაინინგის გამო კი ქსელი გადატვირთულია - ამის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. 

მისი განცხადებით მაინინგზე, რეაგირება უნდა მოხდეს. ნარმანია თვლის, რომ უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც. 

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, უკანონო მაინერები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს ამძიმებს, რის გამოც სვანეთში მოსახლეობას, ბიზნესსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას პრობლემები ექმნება. 

ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, არის მაღალი მოხმარებს, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას.

უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, შესაბამისად რეალურად ობიექტებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია, ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს და ა.შ. უწყვეტად მიეწოდოთ და ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, სვანეთის სააბონენტო სისტემაში ჩაერთვისთვის, უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც.

მესტიაში  ცენტრში აქცია იმართება ხალხი უშუქობამ ქუჩაში გამოიყვანა. რამდნმე დღეა რეგიონი ტურისტებს ჩაბნებლებული ხვდება.

მსგავსი სიახლეები