"ემპათია" სააკაშვილის ბიძის, "კგბ"-ს გენერლის დაწერილ გეგმას აჟღერებს - ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ცენტრ "ემპათიას" აკრიტიკებს და ამბობს, რომ მარიამ ჯიშკარიანი იმ გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, დაუწერა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ საქვეუწყებო დაწესებულებაზე მეკითხებით? საერთოდ არ არის საინტერესო, რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ემპათია“. მიხეილ სააკაშვილის ბიძის, „კგბ“-ს გენერლის დაწერილი გეგმას „ემპათია“ გააჟღერებს, ხაბეიშვილი გააჟღერებს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი გააჟღერებს, რა თქმა უნდა, საინტერესო არ არის და რეალობა ვერ იქნება, - ალუდა ღუდუშაური.
ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ დასკვნას ამზადებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი წამების მსხვერპლია.