ბოდვა რუსულ სტილში - ჯიშკარიანი ალუდა ღუდუშაურს პასუხობს

29.12.21 15:39
ბოდვა რუსულ სტილში - ჯიშკარიანი ალუდა ღუდუშაურს პასუხობს

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის  თავდასხმას ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი ბოდვას უწოდებს. საქმე დეპუტატის იმ განცახდებას ეხება, რომლიც თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციას სამოქმედო გეგმას მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია უწერს.

დეპუტატების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ამგვარი განცხადებები, ეს არის რუსულ სტილში. მისი განცხადებები ჰგავს, რბილად რომ ვთქვათ, ბოდვას. არაერთი საქმე გვქონდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან გახმაურებელი და სხვათაშორის, ახლაც პროკურატურა ბევრ მოგებულ საქმეებზე სტასბურგში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს იყენებს სასამართლოებში, - თქვა ჯიშკარიანმა. 

ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ დასკვნას ამზადებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი წამების მსხვერპლია. 

მსგავსი სიახლეები