ხმაური ქუთაისის საკრებულოში - ოპოზიცია ,,ოცნებას" უმრავლესობის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს
ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია უმრავლესობის ორი დეპუტატის ონლაინ ჩართვას უკანონოს უწოდებს და მოითხოვს, მათ არ მიეცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
,,ენმ"-ს დეპუტატების თქმით, თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელფასების გაზრდის საკითხის დამტკიცება სურს და ამისთვის ხმათა უმრავლეობა სჭირდება.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ 2-მა ადამიანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს, რომელიც ახლა სახლიდან ონლაინ ერთვება იმისთვის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" საკრებულოში უმრავლესობა ხელოვნურად შექმნას - განაცხადა ,,ენმ"-ს დეპუტატმა, გიგა შუშანიამ.