ყველაზე მავნებლური და საშიში გადაწყვეტილებაა, რაც "ოცნებას" მიუღია - ბუჩუკური ინსპექტორის სამსახურის გაუქმენაზე

29.12.21 15:55
ყველაზე მავნებლური და საშიში გადაწყვეტილებაა, რაც "ოცნებას" მიუღია - ბუჩუკური ინსპექტორის სამსახურის გაუქმენაზე

"კანონპროექტი, რასაც დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ყველაზე მავნებლური და ყველაზე საშიში გადაწყვეტილებაა, რაც „ქართულ ოცნებას“ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიუღია"- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღებოდეს? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება ის, რომ პარლამენტის მიერ არჩეული იმუნიტეტის მქონე ადამიანის სახლში გასაშვებად იღებთ კანონს საახალწლოდ? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტი კონსპირაციულად და მალულად იწერებოდეს? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ ამ კანონპროექტს უმალავენ იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც ეხება ეს კანონპროექტი? რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება, რომ 8 თვის წინ ამ სახელმწიფო უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა არც დაგიწყიათ და არც ამ უწყებისთვის მოგისმენიათ, რომ ამ უწყების ეფექტიანობა ყველას ერთად შეგვეფასებინა? თქვენ საუბრობთ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც წლების წინ იყო გაცემული და ასე ცდილობთ „შეფუთოთ“ ეს მავნებლობა“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები