შემოვიდეს სპეცრაზმი და გათიშონ მაინერები - უმძიმესი ვითარება მესტიაში

29.12.21 17:57
შემოვიდეს სპეცრაზმი და გათიშონ მაინერები - უმძიმესი ვითარება მესტიაში

ტურისტული სეოზონის პიკში მესტიის შესასვლელი გზა ამ დრომდე დაკეტილია - ხალხი უშუქობამ ქუჩაში გამოიყვანა, ისინი დახმარებას ითხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, ბიტკოინების მწარმოებელი ფერმების გამო, რეგიონში ელექტრომოხმარება 300 პროცენტით გაიზარდა, რასაც ელექტროსადენები ვერ უძლებს და იწვება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, ჯავშნები მასიურად უქმდება: 

"სრული კატასტროფაა, წყვდიადი, სიცივე", - აცხადებს "პირველებთან" აქციის მონაწილე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად, "მაინინგის" შეჩერებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება უმძიმეს ვითარებას გულგრილად უყურებს: 

ახლა აქ - 18 გრადუსია, გაიყინნენ ბავშვები, ქვეყანაში უმძიმესი ეპდვითარებიაა ავადმყოფები და მოხუცები გვყავს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი მხარში დგომა არ გვაქვს.

თუკი ეს მაინინგს ეხება და ამის გადაწყვეტას ვერ ვპოულობთ, ადგილობრივები ვითხოვთ, გამოიყოს სპეცრაზმი, შემოვიდეს რეგიონში, დაიარონ მაინერების ფერმები და ამოიღონ, გათიშონ"- ამბობს ადგილობრივი.

მისივე განცხადებთ,  უშუქობამ  სასტუმროებში წყლის სისტემებებიც გამოიყვანა წყობიდან. 

ტურიზმი არამხოლოდ წელს, მომავალი წლების განმავლობაშიც ჩაკვდება. ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, ძალიან ცუდი რეკლამა გავუკეთეთ და ტურიზმი ჩავკალით“ , - თქვა ანა ჩართოლანმა.

 

მსგავსი სიახლეები