ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე

29.12.21 17:58
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე. რამდენიმე საათია, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატები უშედეგოდ ცდილობენ, მმართველმა გუნდმა შეიცვალოს გადაწყვეტილება და  დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურება არ გაზარდოს.

ოპოზიციის მტკიცებით, იმ ფონზე, როცა პროდუქტებსა და მასობრივი მოხმარების საგნებზე ფასები კატასტროფულად იმატებს, ხელისუფლებამ ,,ქამრის შემოჭერის" პრაქტიკას უნდა მიმართოს და ჩინოვნიკთა ისედაც მაღალი ანაზღაურება კიდევ არ უნდა გაზარდოს. 

ახალი ინიციატივის მიხედვით, მომავალი წლიდან  ხელფასები ქალაქის ვიცე-მერს, მერიის მოადგილეებსა და კალაძის გუნდის სხვა მაღალჩინოსნებს, ასევე, საკრებულოს წევრებსაც გაეზრდებათ.

"თუ კალაძე თანამდებობისთვის შეუფერებელია, მაშინ თქვენ ცხოვრებისთვის ხართ შეუფერებელი" - მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციას. 

 პროექტზე თბილისის საკრებულო ამ წუთებში მსჯელობს. დღეს სავარაუდოდ, უმრავლესობაში მყოფი ,,ქართული ოცნება" მაღალჩინოსნებისთვის ანაზღაურების გაზრდას პირველი მოსმენით დაამტკიცებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები