ამის შემდეგ ვეღარ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - ნინო გოგორიშვილი გამოჩნდა

29.12.21 20:35
ამის შემდეგ ვეღარ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - ნინო გოგორიშვილი გამოჩნდა

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ერთ წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ნინო გოგორიშვილი ახალ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს უპირისპირდება და მათ ფსიქოლოგიური ტრამვის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ფსიქოლოგიური ტრამვა ადვოკატ ნიკა გვარამიას განცხადებების შემდეგ მიიღო. 

მედიკოსი თავის მიმართვაში აცხადებს, რომ მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ვეღარ იქნება.

მინდა, გავაკეთო მოკლე კომენტარი იმ ბრალდებებზე. ფსიქოლოგიური ტრამვა მე მივიღე, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლიაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როცა ის გამოვიდა ჰოსპიტალიდან და მედიას მისცა ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მიღებული ჰქონდა ჩემგან, მაგრამ ინტერპრიტირებული იყო, როგორც მას აწყობდა. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი. მას შემდეგ, რაც გაიჟღერა ნიკა გვარამიას სახით და მის არხზე, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ნებისმიერი კომენტარი ჩემი პიროვნების შესახებ უნდა შეწყდეს - ამბობს მიმართვაში ექიმი ხათუნა 

მთელი დღეა, ნინო გოგორიშვილი გაუჩინაურებულია, ვრცელდება ინფორმაცია მისი ჰისპიტალიზაციის შესახებ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები